გურჯაანში 24 მილიონი ლარის ღირებულების 90 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
პროექტები, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული ინფრასტრუქტურის განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდება.
პროექტები, ძირითადად მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას, ახალი ჭაბურღილების მოწყობას, შიდა საუბნო და სავარგულებში მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროს გია ამისულაშვილის თქმით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა უკვე გადაგზავნილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მისი მთლიანი ღირებულება 24 მლნ ლარს შეადგენს.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რამდენ პროექტს დააფინანსებს:
,,თანხა, რომელსაც სამინისტრო მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაურიცხავს, პირველ რიგში მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას მოხმარდება. გია ამისულაშვილის განმარტებით, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხიდან ყველაზე პრიორიტეტული მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებაა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებთა თქმით, მათი მთავარი და დროულად მოსაგვარებელი პრობლემა სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესებაა, რომ მათ გრაფიკით მაინც მიეწოდოთ წყალი”, – აცხადებს ამისულაშვილი.