ახალი ამბები

სტუდენტებმა ყვარელში კახეთ-დაღესტნის გზის მშენებლობა გააპროტესტეს

 სტუდენტებმა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა გააპროტესტეს და ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომლებიც პროექტის განხორციელების შემთსხვევაში შეიზლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ავარეთ-კახეთის გზის მშებლობა რუსეთის მიერ კახეთის რეგიონის ინტერვენციას გამოიწვევს და რეგიონი დაუცველი გახდება. 
„საქართველოს მოვუწოდებთ, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას, გონივრულად მოიქცეს და ხელი შეუშალოს ამ გზის მშენებლობას“, – განაცხადა სტუდენტმა თეონა ჩალიძემ. 
„კახეთი საქართველოში ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცული, რადგან რუსეთი ვერ შემოვაიმ შემთხვევაში, თუ ეს გზა გაიხსნება, საქართველო გახდება დაუცველი, იმიტომ რომ ამ გზის გახსნით ჩვენ, ფაქტობრივად, უბრძოლველად ჩავაბარებთ რუსეთს საქართველოს“, 
სტუდენტების ჯგუფმა ავარეთ-ყვარლის გზის საცალფეხო ბილიკზე წარმოდგენაც მოაწყეს და მიწაზე სიმბოლურად ტანკები დაამაგრეს. აქციის მონაწილეებმა „არა რუსეთს“ ფილმიც გადაიღეს. სტუდენტების ჯგუფს ადგილობრივი ავარელები დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, ავარეთ-ყვარლის გზის მშენებლობა უნდა განხორციელდეს, რადგან რუსეთისგან არანაირი საფრთხე არ არსებობს და ამავე დროს ამ გზით ისინი დაღესტანში მცხოვრებ ნათესავებთან მიმოსვლას შეძლებენ. 
„ჩვენ იქ გვყვავს ნათესავები, ჩვენ აქ ვართ და ისინი იქ. ჩვენ მათ არ ვიცნობთ. გვინდა კარგი ურთიერთობა. ბიჭები უმუშევრები არიან. არანაირი სამუშაო ჩვენს ხალხს არ აქვს. მთელი დღე სხედან სახლში. გვინდა, რომ აქედნა გაიხსნას გზა“, – აღნიშნა ფატიმა თირამაზანოვამ. 
მიმდინარე წლის აგვისტოდან დაღესტანში ავარეთ-კახეთის 83 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახლდა. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.კახეთ-დაღესტანს შორის დამაკავშირებელი გზა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არსებობს. 1990-იან წლებში კერძო მეწარმემ, ინჟინერმა მაჰომედ კებედოვმა აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა ითავა. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კოოპერატივ „მშენებლის” მეშვეობით, საკუთარი ფინანსური დანაზოგით და ბანკში აღებული კრედიტით 55-კილომეტრიანი მშენებლობა დაიწყო და დაასრულა კიდეც. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მთიან დაღესტანსა და კახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა. სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო ნაკადის გასაკონტროლებლად საჭირო გახდა საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნა. 1997 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამ მიზნით დაღესტნის მთავრობამ 500 მილიონი რუბლი გამოყო, მაგრამ გზაზე მომხდარი ერთ-ერთი ავტოავარიის შემდეგ ამ სატრანსპორტო ავტომაგისტრალმა, რუსი მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, ფუქნციონირება შეწყვიტა. მოუვლელობით გზის დიდი ნაწილი ისევ უვარგისი გახდა. არავინ იცის გამოყოფილი ფული სად გაქრა, ბიზნესმენმა მაჰომედ კებედოვმა კი ვალების გასტუმრება მხოლოდ წლების შემდეგ მოახერხა. 
კახეთ-დაღესტნის გზა, მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეზე გაივლის. 
ოპოზიცია აღნიშნულ მასშტაბურ სამშენებლო პროექტს „კახეთის ცხინვალიზაციის“ რეალურ საფრთხედ აღიქვამს, მთავრობის წევრების გარკვეული ნაწილი კი საუბრობს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობაზე.