თელავში ჩატარდა აქცია სახელწოდებით: ,,დაუთმე გზა ქვეითს“
ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდები თემატური პოსტერებით ქალაქში მოძრაობდნენ და ცდილობდნენ გადასასვლელებზე მძღოლების ყურადღება მიექციათ ლოზუნგზე – “დაუთმე გზა ქვეითს”. აქცია ატარდა პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.