ხვალ გურჯაანის ღია პირველობა კრივში დასრულდება
ტურნირში 15 მუნიციპალიტეტიდან 84 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობს. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ სპორტსმენებს გამგეობის მიერ დაწესებეული პრიზები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება. ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული საქველმოქმედო ფონდის „დიდი ხარ შენ უფალოს“ ორგანიზებით ტარდება.