ახალი ამბები

სიღნაღის თეატრში დღეიდან სეზონი იხსნება

სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები ნანა ბუკია, თემურ მერმანიშვილი და თორნიკე მახარაშვილი ასრულებენ.
,,სიკვდილი და ქალწული“ საქართველოს თეატრის სცენაზე პირველად სიღნაღის თეატრში დაიდგა. აღნიშნული სპექტაკლის მსოფლიო პრემიერია კი პირველად 1991 წელს ლონდონში გაიმართა.
იგივე სპექტაკლის ჩვენება ხვალ, 16:00 საათზეც გაიმართება.
4 ნოემბერს კი, სიღნაღის თეატრი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში სამდღიან გასტროლს გამართავს.