ახალი ამბები

,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის” ადმინისტრაციას ახალი შენობა აქვს

სამშენებლო კომპანიამ, შენობა ადმინისტრაციის უფროსსა და თანამშრომლებს დღეს ჩააბარა.
,,ამიერიდან ადმინისტრაციას საკუთარი სახლი აქვს მთაში. შენობის ჩასაბარებლად ადმინისტრაციის უფროსი და თანამშრომლები მთაში ავიდნენ, ხოლო ერთი რეინჯერი, რომელიც ზამთარს სოფელ ჩიღოში გაატარებს, ცხენით გადმოვიდა პირიქითის ხეობიდან”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.