ახალი ამბები

დედოფლისწყაროში 31 წლის ორსული ცოლი ქმარმა სასტიკად სცემა

ოჯახური ძალადობის ფაქტს მათი 13 წლის შვილი შეესწრო. ტელეკომპანია რუსთავი-2 – ის ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი კონფლიქტის დღესვე დააკავა, დაშავებული ქალი კი მოტეხილობებითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
ძალადობის მსხვერპლის ფოტო მისმა ნათესავმა ინტერნეტით გაავრცელა.