ახალი ამბები

საქონლის კრემატორიუმები ჯილეხის გამოვლენის შემთხვევისთანავე ამოქმედება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრემატორიუმის ასამუშავებლად ყველანაირი ტექნიკური საშუალება არსებობს, გააჩნიათ სპეციალური ავტომობილები და კრემატორიუმების გადანაწილებას საჭიროებისამებრ მოახდენენ.
მათივე განმარტებით, მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფო პროგრამებიც ამოქმედდა. უფასოდ გაკეთდება აცრები ჯილეხზე, თურქულზე. თავად კრემატორიუმები სურსათის უვნებლობის სამსახურმა გასული წლის 31 დეკემბერს შეიძინა. 2 დანადგარი სახელმწიფო ბიუჯეტს 800 ათას ლარამდე დაუჯდა.