ეკონომიკის სამინიტრო ელექტრონული ვიზების შემოღების ინიციატივას განიხილავს
რაც შეეხება ტურისტული კომპანიების აკრედიტაციას, მთავრობა მასაც სამუშაო რეჟიმში განიხილავს:
,,ინიციატივას ეკონომიკის სამინისტროდან მოდის განხილვის რეჟიმშია. ელექტრონული ვიზების შემოღება გაცილებით კარგი პროცესი იქნება იმ რიგ ჩამონათვალში, რომლებიც რეკომენდაციების სახით მოდის სამინისტროდან. პროცესში ჩართული იქნება ტურისტული კომპანიები. თავისთავად ამ პროცესების დარეგულირება მოხდება აპლიკაციის შემუშავებით. რიგ ქვეყნებს უშუალოდ გაუმკაცრდათ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, ლიბერალობის პრინციპი საკმაოდ მისაღებია, რაც ამ წუთას ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორი არ მივესალმებით ამ ქვეყნებიდან ასე ვთქვათ ემიგრაციის პროცესს, ჩვენი მთავარი მოტივაციაა გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა რიგი ქვეყნებიდან, აღმოსავლეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომელსაც ასე ვთქვათ საკმაოდ ჯანსაღი ტურისტები გააჩნიათ, მოგზაურები, რომლებიც გარკვეულ დანახარჯებს აკეთებენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნისთვისაც აუცილებელი და მისაღებია, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტული ჯგუფები”, – აცხადებს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.