ახალი ამბები

წელს, თელავქალაქობისთვის 20000 – მდე ლარი გამოიყოფა

თელავქალაქობა 4 ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დღესასწაულს გახსნის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”. წარმოდგენას გამართავს თუმანიშვილის თეატრიც. სამი დღის მანძილზე 15-მდე ღონისძიების ჩატარება იგეგმება:
,,თუ აქამდე მხოლოდ ერთ დღეს გრძელდებოდა თელავქალაქობა, გადავწყვიტეთ გაგვეზარდა დღეების რაოდენობა. წელს, პირველად, კახეთის მეღვინეთა გილდიის ინიციატივით, გაიმართება ღვინის ფესტივალი, რომელიც აქამდე არ ყოფილა თელავში. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ღვინის კომპანიის ღვინოები. დანარჩენ დღეებშიც იგეგმება ბევრი სხვა ღონისძიება როგორც გამოფენების, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული კონცერტების სახით”, – აცხადებს ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი.
თელავქალაქობას 7 ნოემბერს „ერისიონის“ კონცერტი დაასრულებს.
რაც შეეხება კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახური საინფორმაციო შეხვედრას თელავის მედია კაფეში 4 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს.