ახალი ამბები

დღეს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით 9-14 გრადუსი იქნება, დღისით კი მოიმატებს და ჰაერი – 20-25 გრადუსამდე გათბება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა 3-8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში კი ყინვა დაფიქსირდება და ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი, ტემპერატურა მოიმატებს და 12-17 გრადუს ნიშნულს მიაღწევს.