ახალი ამბები

საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ თელავში შეხვედრა გამართა

შეხვედრა მიზანად ისახავდა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და მისი მოგვარების გზების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. 
მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაცია ანხორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში და მათ შორის თელავშიც, დამონტაჟდება 10 000 მზის კოლექტორი, წყლის გამათბობელი და ენერგოეფექტური ღუმელი.
ორგანიზაციის თანა-თავმჯდომარის, რუსუდან სიმონიძეს განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა დამონტაჟდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.