ახალი ამბები

სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
წელს, პირველად, ფესტივალზე, საფრანგეთში მოღვაწე ფერმწერის, ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა სახელწოდებით “ღვინის სამშობლო”. 
მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში. ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. 
დღესვე ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ღვინის დეგუსტაციაც. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სიღნაღში ჩასულ სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვაც.
მეშვიდე წელია, რაც სიღნაღში ღვინის ფესტივალი ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.  ღონისძიების ორგანიზებითვის სიღნაღის ბიუჯეტიდან 3000 ლარია გათვალისწინებული.