ახალი ამბები

თელავში ალდაგის ახალი ოფისი გაიხსნა (R)

როგორც სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, კახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება რეგიონშივე მიიღოს ნებისმიერი სახის სადაზღვევო მომსახურება და შეიძინოს კომპანიის სხვადასხვა სადაზღვევო პოლისები. 
,,ალდაგის’’ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის, თამუნა ჭკადუას თქმით, ახალ ოფისში პირველ ეტაპზე, ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ.

„ალდაგის“ თელავის ოფისი მომხმარებელს მთელი კახეთის რეგიონის მასშტაბით მოემსახურება. კახეთის ცენტრალურ ფილიალში მოსახლეობას „ალდაგის“ ყველა სადაზღვევო პროდუქტის შეძენის საშუალება ექნება. აღსანიშნავია, ჩვენი კომპანია ქვეყანაში ერთ–ერთი მსხვილი დამსაქმებელია და პირველი ეტაპისტვისთის ახალ ფილიალში 80 ადგილობრივი კადრი დავასაქმეთ. ‘’ 
აგროდაზღვევის სახელმწიფო საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიაალდაგი კახეთის რეგიონში მყოფ ფერმერებს ვაზის, ატმის,საზამთოროს, და მარცვლეული კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. 
„ალდაგის“ აღმოსავლეთის რეგიონების უფროსის, გიორგი მესაბლიშვილის თქმით, აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ აანაზღაურებს. 
მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  კომპანია აგრო პროდუქტების გაყიდვის კუთხით ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა.