ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილი ატესტაციის ნიმუშები გამოაქვეყნა

,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის დიდი პატივია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილი ატესტაციისა და კონკურსის პროცესში მონაწილეობა. ფართომასშტაბიანი გამოცდების ჩატარების თოთხმეტწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველოს საჯარო სამსახური. ქვეყნის უწყვეტი განვითარების აუცილებელ წინაპირობას საჯარო მოხელეთა კვალიფიციურობა წარმოადგენს. შესაბამისად, მოხელეთა შერჩევისა და შეფასების მიმართ ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომების დანერგვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჯანსაღი და ძლიერი საჯარო სამსახურის მშენებლობისთვის. გამოცდების ცენტრი ყველა ღონეს მიმართავს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ატესტაციის პროცესის ტესტირების ეტაპი მაქსიმალურად უმტკივნეულო და შედეგიანი იყოს როგორც კონკრეტული მუნიციპალიტეტებისათვის, ისე პროცესში მონაწილე პირებისათვის. ჩვენს ცენტრს აქვს ამბიცია და, რაც მთავარია, ყველა საჭირო რესურსი, რათა ეს კონკურსი მიემატოს ჩვენ მიერ წარმატებით განხორციელებულ ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, სამაგისტრო გამოცდები, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, სკოლის დამამთავრებელი საატესტატო გამოცდები და სხვა მრავალი. თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან უკვე დაწყებულია,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:

http://news.edu.aris.ge/naec/8600-informacia-adgilobrivi-TviTmmarTvelobis-organoebSi-dagegmili-atestaciis-Sesaxeb.html