ახალი ამბები

დღეს ჩინეთში ქართულმა ღვინის კომპანიებმა გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

დღეს, ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში ქ. ჩენგდუში გაიხსნა სასმელებისა და კვებითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც ქართული კომპანიები მონაწილეობენ: ,,ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამომხმარებლო ბაზარი, სადაც ღვინის მოხმარება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის გათვალისწინებით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პერსპექტიული და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. მათ შორის არის აღნიშნული გამოფენაც“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.