ახალი ამბები

შპს „არქიმედეს კლინიკა”ლაგოდეხში ამბულატორიას გახსნის

ხვალ, ლაგოდეხის რაიონში ,შპს „არქიმედეს კლინიკა” ამბულატორიული მომსახურების ახალ ცენტრს გახსნის. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა პაციენტების რაოდენობა.
“პაციენტებისათვის მაქსიმალური კომფორტისა და სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სტანდარტების შესაქმნელად დადგა კლინიკის სიმძლავრეების გაზრდის საჭიროება, რომლისთვისაც გარემონტდა კლინიკის ბალანსზე არსებული ფართი (380 კვ.მ ცალკე შენობა) და განთავსდა ამბულატორია. სტაციონარში გაიზრდა საწოლების რაოდენობა 12 ერთეულით (სულ 30 საწოლი) და ადგილზე შესაძლებელი გახდა ახალი სერვისების მიწოდება, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ ნაწილში”, – განაცხადეს “არქიმედეს კლინიკაში”.
ამბულატორიულ მომსახურების ცენტრის გახსნას დაესწებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კარლო ჯამბურია, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი და საქარველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე.