ახალი ამბები

თელავის თეატრი მაყურებელს ახალ პროექტებს და პრემიერებს შესთავაზებს

თელავის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორის, ვითიბი ბანკის დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით, თელავის თეატრი მაყურებელს ახალ პროექტებს და პრემიერებს შესთავაზებს, ასევე გასტროლებს გამართავს საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ. 
როგორც თელავის სახელმწიფო თეატრში აცხადებენ, ვითიბი ბანკი წლების განმავლობაში ქართული კულტურის მხარდამჭერია. ,,ჩვენთვის პრიორიტეტულია კულტურის და ხელოვნების მხარდაჭერა, მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის თანაგომა ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნების ყველა დარგისთვის. განსაკუთრებულად გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორობა თელავის დრამატულ თეატრთან, რადგან ამ ურთიერთობით შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, წარმატებული იქნება თეატრისთვის და მის განვითარებას შეუწყობს ხელს,”-განაცხადა ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.