ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი – 2015 წელი ქალის წლად გამოცხადდება

გიორგი მარგველაშვილმა ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტმა რელეგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში 2015 წელი ქალის წლად გამოცხადდება.
სასულიერო ლიდერებმა დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც კოორდინირებულად შეიმუშავებს გრძელვადიან სამოქმედო გეგმას და მისი მიზანი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია იქნება.
„ერთმანეთს გავუზიარეთ ის ტკივილი, რომეიც ყველას ერთად გვტკივა. და გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბებთ სამოქმედი გეგმას, უფრო გრძელვადიანს. ამასთან, მე ჩემს რიტორიკაში, სადაც შევძლებ, ხაზს გავუსვამ ამ პრობლემას, ამასთან, ყველა სარწმუნოების წარმომადგენელი თავის ქადაგებებში გაააქტიურებს ამ საკითხზე მსჯელობას და მესამე – შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ ავიღებდით იმ წილ პასუხისმგებლობას, რაც სახელმწიფოს აქვს და მერე მოხდა იმის გააზრება, რომ მარტო სახელმწიფო ამას ვერ დაძლევს და სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრას ესწრებოდა პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც. მისი განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.