ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში ღვინის გამოფენაზე მიიღებენ მონაწილებას
მანამდე კი, 21-24 ოქტომბერს საქართველო მთავრობის წევრები შეხვდებიან და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ კონსულტაციებს. დავითაშვილის განცხადებით, სამთავრობო შეხვედრები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ჩინეთის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.
,,ინტენსიურად ვმუშაობთ ჩინური ბაზრის ათვისებაზე, დავსახეთ მიმართულებები, რათა გავზარდოთ ქართული ღვინის ექსპორტი. ვმუშაობთ სხვა ბაზრების მოძიებაზეც“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა.

