ახალი ამბები

მთავრობა შიდსის სამკურნალო–პრევენციულ ღონისძიებებზე 6.4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

პროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისკენ მიმართული პროგრამების განხორციელების გზით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.
ასევე იგეგმება გადამდებ და ონკოლოგიურ დაავადებთა პრევენციის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება. მთავრობის წევრების განცხადებით, მათი ადრეული გამოვლენა, ერთი მხრივ, საზოგადოებას დაიცავს ონკოლოგიური და გადამდები დაავადებებისგან და მეორე მხრივ, შეამცირებს სახელმწიფო დანახარჯებს.
პროგრამის ფარგლებში იგეგმება მოსახლეობის იმუნიზაცია, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, ტუბერკულოზის, მალარიის, ვირუსული ჰეპატიტებია, აივ-ინფექციია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მთელ მოსახლეობაში.
შედეგად მთავრობა გეგმავს გადამდები დაავადებებით სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებას.
მთავრობა გატარებული ღონისძიებებით გეგმავს, ტუბერკულოზით, აივ–ინფექცია შიდსით და სხვა პრიორიტეტული დაავადებებით ავადობის შემცირებას და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებას; იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას; დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია შიდსის გადაცემის თავიდან აცილებას; ვაქცინებით მართვადი ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილებას და ა.შ.