ახალი ამბები

პრემიერის დაცვამ ფესტივალზე ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს პრობლემები შეუქმნა

პრემიერის დაცვამ მხოლოდ საინფორმაციო სააგენტო knews.ge-ს და ტელეკომპანია ,,გორდას” ჟურნალისტს მოსთხოვა აკრედიტაცია, როცა ცენტრალური მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ.
თელავის საკაბელო ტელევიზია ,,გორდას” კორესპონდენტის, გიორგი ბაღანაშვილის თქმით, ამ მხრივ პრობლემები არ შექმნიათ ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტებს და ისინი პრემიერის დაცვამ შენობაში უპრობლემოდ შეუშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.