ახალი ამბები

ევროპაში ქართული ყველის ექსპორტი იწყება

ყველი, პირველ ეტაპზე, იტალიასა და საფრანგეთში გავა. უცხოელი მომხმარებლის მოზიდვა საელჩოების მიერ მოწყობილი დეგუსტაციების დახმაებით იგეგმება.

კომპანიამ ევროკავშირის ბაზრისთვის ISO სერთიფიკატი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აიღო, თუმცა პროდუქციის ექსპორტზე გატანა ამ დრომდე ვერ შეძლო.

კომპანიის დამფუძნებლის, ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ პროდუქციის ევროპაში გასატანად ქართული ყველის სტანდარტის არსებობაა საჭირო. ასევე ყველის ქარხნები, სახელმწიფოს მხრიდან, მკაცრ ინსპექტირებას უნდა გადიოდნენ.