სოფელ დარჩეთში ქმარმა ცოლი მოკლა
ოჯახური ძალადობის მორიგი შემთხვევა მკვლელობით დასრულდა გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში. ქმარმა მეუღლე მოკლა. წინაწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა და ოჯახური კონფლიქტი იყო. ადგილობრივების განცხადებით, მეუღლეები ხშირად კამათობდენენ. ცნობილია ისიც, რომ მკვლელი ნასვამი იყო. როგორც რუსთავი 2-ის კორესპონდენტი ია გულიაშვილი იტყობინება, გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელი მამაკაცის დაპატიმრების შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ. საქმე განზრახ მკვლელობისათვის აღძრულია.
მიმდინარე კვირაში ეს ოჯახური ძალადობის რიგით მესამე შემთხვევაა, როდესაც კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. უფლებადამცველები პოლიციისაგან და სახელმწიფოსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვის მიზნით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს და სახელმწიფოს არაჯეროვანი რეაგირებისათვის უჩივლებს.
ოჯახური ძალადობის შემთხვევათა ტრაგიკული დასრულებისგან დასაცავად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ძალადობისგან დაცვის ცხელ ხაზზე: 032 2309903