გურჯაანში აქცია „გაიღე სისხლი-სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა
აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, ადმინისტრაციული ერთეულებისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.
აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის და „ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური სისხლის ბანკის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნაა.