წინანდლის მუზეუმის ტერიტორიაზე ღვინის საწარმო გაიხსნა
ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში ღვინის წარმოების 200 წლიანი ტრადიცია აღდგა. სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ღვინის საწარმო გაიხსნა, სადაც კლასიკურ ღვინოსთან ერთად ქვევრის ღვინის წარმოებაც არის შესაძლებელი.
გიორგი რამიშვილი, ,,სილქ როუდ გრუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:
,,ეს არის ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწაროებელი ქარხანა, რომელიც თანამედროვე იტალიური დანადგარებით არის აღჭურვილი. გავაშენეთ ვაზი და აღვადგინეთ ვენახები”.
ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი:
,,ეს საწარმო აშენდა და აღიჭურვა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, სადაც დასაქმდა 35 ადამიანი.
ძალიან მნიშნელოვანია ის მაღალია ხარისხი, რომელიც ამ საწარმოშია წარმოდგენილი.”