ახალი ამბები

კახეთში დღემდე 22 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დარეგისტრირდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში დღმდე 22 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დარეგისტრირდა. კოოპერატივების საქამიანობის სფეროებია: მემარცვლეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეკალმახეობა. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს. კოოპერატივები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით; ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს საგრანტო პროგრამები, რომლებიც კოოპერატივების ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს; ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა”, რომელიც იტალიური წარმოების მცირეგაბარიტიანი ტექნიკის შეღავათიანი პირობებით (თვითღირებულების 23 პროცენტად) გადაცემას ითვალისწინებს. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის განმარტებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის თავზე 264 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული:
,,264 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დარეგისტრირება იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებობს 264 ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტი, სადაც 2014 მეპაიეა გაერთიანებული და რომელთა კაპიტალის მოცულობა, საერთო ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.”