ვის ექნება დაბურული მინებით სარგებლობის უფლება
“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 სექტემბრის N716 ბრძანების შემუშავება მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და მისი მიზანი იყო პირველ რიგში დამუქებული მინების გამოყენებაზე უფლებამოსილ პირთა წრის შემცირება და ასევე ბრძანების იურიდიული ტექნიკის კუთხით დახვეწა. აღნიშნული ბრძანება ითვალისწინებს შემდეგ სიახლეებს:
აიკრძალა ოპერატიულ-სამძებრო დანიშნულების ა/მანანებზე მინების დამუქების თანხმობის გაცემა – აღნიშნული თანხმობის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი კატეგორიის ა/მანქანებზე მოდიოდა;
განისაზღვრა „სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების“ დეფინიცია და მათი ჩამონათვალი – სასწრაფო-სამედიცინო, ინკასაციის, საბადრაგო, სადაზვერვო-ოპერატიული და საბრძოლო დავალებების განმახორციელებელი სამსახურები. ცვლილების ამოქმედებამდე არ არსებობდა მსგავი განმარტება და არც მითითებული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა;
დაზუსტდა იმ თანამდებობის პრთა წრე, რომელთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც შეიძლება გაიცეს დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა. ცვლილების შეტანამდე მოქმედი ბრძანების მიხედვით აღნიშნულ პირთა წრე არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული;
ცვლილების თანახმად, სამსახურებრივი აუცილებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, დამუქებული მინებით სარგებლობის უფლება დამატებით განესაზღვრათ შემდეგ სახელმწიფო მოხელეებს:
საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
გენერალური აუდიტორი.
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
თვითმმართველი ქალაქის (თბილისი) მერი,”- ნათქვამია უწყების განმარტებაში.