ახალი ამბები

თელავის ,,კომაროვის სკოლაში” სწავლა 27 სექტემბერს დაიწყება

სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებაში მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით შეძლებენ სწავლას.
მათივე თქმით, სკოლა მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
,,სკოლაში გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება და სწავლის ხანგრძლივობა 3 საათი იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეს გაუადვილდეს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა,”- განუცხადეს knews.ge-ს სასწავლო დაწესებულებაში.