“აღმოაჩინე საქართველო თელავში” – შოუ პროგრამა თელავის თეატრში
პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში, FREE PRODUCTIONS წარმოადგენს შოუ პროგრამას სახელწოდებით – “აღმოაჩინე საქართველო თელავში”.
შოუ სტარტს აიღებს თელავიდან და გადაინაცვლებს შუაგულ ევროპაში, ქალაქ პარიზში.
თელავში, მაყურებლის წინაშე, წარსდგებიან: არქაული ბენდი, ბენდი სეუს სოლისტები, ნათია დუმბაძე, ნინი ბადურაშვლი, დიტო პერკუსია და break dance ვირტუოზები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით TEL: 0 350 27 23 08.

