ახალი ამბები

გურჯაანის გლეხურ ბაზარში ინციდენტი მოხდა

 კერძოდ, საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლები: ივერი წურწუმია, ლევან ზაქარაძე, დავით დანელია და ნიკოლოზ გვენეტაძე 2014 წლის 13 სექტემბერს მივლინებით კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. გურჯაანის ბაზარში არსებულ სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებში სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურის განხორციელებისას გაირკვა, რომ ინდმეწრამე მალხაზ ჩალათაშვილი სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ ხორცის რეალიზაციას, სალარო აპარატის გარეშე ეწეოდა. საქართველოს საგადასახადი კოდექსის 281-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სალარო აპარატის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. სამართალადარღვევის ოქმის შედგენის დროს გადამხდელმა გამოთქვა უკმაყოფილება. ბაზრის მიმდებარე ტერტორიაზე მომუშავე მეწარმეები კი შეიკრიბნენ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს მიზანმიმართულად შეეზღუდათ კანონით დაკისრებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს მთავარმა ოფიცერმა, დავით დანელიმ გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლის შედეგადაც ადგილზე გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია და სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები ივერი წურწუმია და ლევან ზაქარაძე გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. დავით დანელია და ნიკოლოზ გვენეტაძე საკუთარი ნებით გამოცხადდნენ პოლიციის შენობაში, სადაც ივერი წურწუმიას, ლევან ზაქარაძეს, დავით დანელიას და ნიკოლოზ გვენეტაძეს ჩაუტარდათ ალკოტესტი. ტესტის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 281 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი/მ მალხაზ ჩალათაშვილის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სსკ-ის 270 მუხლის შესაბამისად კი ჩალათაშვილს შეეფარდა სანქცია – გაფრთხილება.