ახალი ამბები

სოფელ სანიორეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

შენობის აღდგენით სამუშაოებზე 85 000 ლარი დაიხარჯა. სოფელ სანიორეს საბავშვო ბაღი 1965 წლიდან ფუნქციონირებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღში მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. მზარეულს საჭმლის მოსამზადებლად წყალი მეზობელი სახლებიდან გამოჰქონდათ. 
„ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება. ზამთარში ღუმელიდან გამოსული სითბო ძველი ფანჯრებიდან იკარგებოდა, ხოლო ფერდაკარგული კედლები კი ბავშვებისთვის უღიმღამო გარემოს ქმნიდა“, – აღნიშნა საბავშვო ბაღის გამგემ ლია ჭინჭარაულმა.