ახალი ამბები

თელავში NIMD -ის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრეულებულთა პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს 4 ქალაქში – თელავიში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდა პოლიტიკოსების (პარტიათა ახალგაზრდული ფრთის ლიდერების) მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგების უკეთ გააზრებას; საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.
პროექტის რეგიონული კოორდინატორის, ეთერ ფანგანის თქმით, პროექტის განხორციელება ახალგაზრდებს, ასევე, დაეხმარება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, პოლიტიკური დოკუმენტის შექმნაში, დებატების და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ა.შ.