ახალი ამბები

ოთარ დანელია – 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება

მინისტრის თქმით, სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუ სადმე აღმოჩნდება ფალსიფიკაცია. 
“ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული და მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავათ სუბსიდირების ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, იმიტომ რომ საკმაოდ სტაბილურად განვითარდა”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მურნეობის მინისტრის განცხადებით, ბევრი მეღვინე ჭაჭის კონტროლს ისტორიულ გარღვევად აფასებს. დანელია აცხადებს, რომ ჭაჭის კონტროლით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ყველა ღვინო იყოს ნამდვილი.