ახალი ამბები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონში 42 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტებს განახორციელებს

წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, 42 მილიონ ლარამდე ღირებულების, 17 სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრ სამუშაობს ახორციელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 6 პროექტი წელს უკვე დასრულდა.
კახეთის რეგიონში, გზების რეაბილიტაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების ყველა პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მაგალითისთის, ბოდბისხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა.
წლების განმავლობაში უამინდობისა და წყლის მოვარდნის გამო დაზიანებული იყო ბოდბისხევის ორივე ნაპირი, რის გამოც ადგილობრივ მხცოვრებთა საცხოვრებელი სახლების დატბორვის საშიშროება იყო. ნაპირსამაგრი სამუშაოები 1კმ–სა და 200 მეტრზე მიმდინარეობს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 50 ათასი ლარია. ნაპირსამაგრი სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.