ახალი ამბები

ურეცეპტოდ წამლები აღარ გაიცემა-თელაველთა მოსაზრებები

1 სექტემბრიდან მომხმარებლები ურეცეპტოდ ვეღარ ყიდულობენ II ჯგუფის მედიკამენტებს: საძილე და სედაციური საშუალებებს (გარდა მცენარეული პრეპარატებისა),ანტიდეპრესანტებს, კორტიკოსტეროიდებს სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს და იმუნომოდულატორებს, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატებს სისტემური გამოყენებისათვის, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს და სხვას. 
ფორმა №3 რეცეპტის ბლანკები ხელმისაწვდომია ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია რეცეპტების ამობეჭდვა. 
Knews.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ თელაველები მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობა “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილების შეტანას უარყოფითად აფასებს.