ახალი ამბები

საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი ისევ დაეცა

„ღვინის ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მისაღები ფასი 3 ლარიდან 2 ლარამდე დაეცა“, – ამის შესახებ KNEWS.ge-ს განუცხადეს ღვინის კომპანია ბადაგონში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის ქარხნებში საფერავის მისაღები ფასის დაცემა განაპირობა ყურძნის საკმარისი რაოდენობის მიღებამ, რის გამოც ქარხნებში ავზები გადაივსო. 

შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში ღვინის ქარხნები საფერავის ჯიშის ყურძენს 2,30 და  3 ლარად იბარებდნენ.