ახალი ამბები

თეატრის წინ მდებარე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თელავის მერიის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე1040 კვ.მ. გზის მონაკვეთს.
ქალაქის მერმა რეაბილიტირებული ქუჩა მოინახულა და თელავის თეატრის მსახიობებს შეხვდა.

პლატონ კალმახელიძის თქმით, თელავის მერია კვლავაც გააგრძელებს დაზიანებული გზების რეაბილიტაციას და ქალაქის კეთილმოწყობაზე იზრუნებს.