ზოგიერთი წამალი, შესაძლოა, ისევ ურეცეპტოდ გაიყიდოს
ზოგიერთი წამალი, შესაძლოა, ისევ ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ნუსხაში დაბრუნდეს. ფარმაცევტული კომპანიები მეორე ჯგუფიდან მესამე – ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჯგუფში გადასატან მედიკამენტების სიას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მიაწვდიან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომა ჟურნალისტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სიას სამინისტროში დღესვე გააანალიზებენ.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც წამლების გაცემის ახალი რეგულაციების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, “პსპ”–ს დამფუძნებელი და პარლამენტარი კახა ოქრიაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების ერთადერთი შედეგი ისაა, რომ საქართველოს პენსიონერები სიბერეს რეცეპტის რიგში გაატარებენ.

