ახალი ამბები

საფერავის ფასი ისევ გაიზარდა

საფერავის ჯიშის ყურძენზე ფასების ზრდას ექსპერტები და დაინტერესებული პირები ასე ხსნიან: გვალვის, სეტყვისა და სხვა სტიქიის გამო წელს კახეთში ყურძნის მოსავალი მოსალოდნელზე 40% ით ნაკლებია. 

უკმაყოფილო გლეხები და მევენახეები ფასის შემცირებას კარტელურ შეთანხებას მიაწერდნენ, რამაც მათ მოგების მიღების საშუალება არ მისცა. ამის მიუხედავად, საფერავის ჯიშის ყურძენზე მოთხოვნის გაზრდამ, ღვინის კომპანიები აიძულა ერთმანეთის კონკურენცია დაეწყოთ, რასაც ფასის გაზრდა მოჰყვა. 

გასულ წლებთან შედარებით წელს კახეთში ყურძნის მოსავალი მცირეა.  დაახლოვებით 60-70% ნაკლებია საფერავის პროდუქცია, რამაც ფასი გაზარდა. საფერავი მცირე რაოდენობითაა დარჩენილი, ამიტომ, სავარაუდოდ, ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

რქაწეთელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება კახეთის ზოგ რაიონში უკვე დაწყებულია. ფასი ერთ კილოგრამ პროდუქტზე ზოგან 1.10 – 1.40 ლარია. ამჟამად კომპანიებმა უკვე 14 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს. რთველი აქტიურ ფაზაში უკვე შევიდა.