ახალი ამბები

,,ლოპოტამ’’ ბიოპროდუქტების წარმოება დაიწყო

როგორც  ,,ლოპოტას’’ ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათ უკვე გააჩნიათ საკუთარი წარმოების ქათმის, თევზის, კურდღლის ხორცპროდუქტები და ასევე ბოსტნეული. 

დამსვენებლებს ამჯერად შვედურ მაგიდას და კერძების მრავლფეროვან არჩევანს სთავაზობენ. მათი ცნობით, ლოპოტაზე დამსვენებელთა საკმაოდ მაღალი აქტივობაა, თუმცა კიდევ მეტ ვიზიტორს ჯავშნებიდან გამომდინარე სექტემბერში ელოდებიან. ყველაზე მეტი აქტივობით აზერბაიჯანელი, ყაზახი, უკრაინელი და რუსი დამსვენებლები გამოირჩევიან.

ამ დროისათვის ლოპოტაზე 8 სასტუმრო ფუნქციონირებს, რომელიც ერთდროულად 200-ზე მეტ ადამიანს იტევს. რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული ნომრის ღირებულება 200 ლარიდან იწყება და მომსახურების გათვალისიწნებით 600 ლარამდე ადის. კომპლექს დაემატა ლუქს-ნომრებიც.