ახალი ამბები

რქაწითელზე 35, ხოლო საფერავზე 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა

წელს, კილოგრამი ყურძნის ფასი, შარშანდელის მასგავსად, 1 ლარი იქნება. წელს, რქაწითელზე 35, ხოლო საფერავზე 15 თეთრის სუბსიდირება იგეგმება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის განმარტებით,  რთველი 2014 წარმატებულად ჩაივლის.

,,ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით, წელს მოლოდონი საკმაოდ კარგი გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად  გაზრდილია ღვინის ექსპორტიც.  წელს, მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ყურძენზე. რაც შეეხება  წითელ ყურძენზე  მოთხოვნას, სავარაუდოდ ის 2-ჯერ მეტია ვიდრე მოსავალი. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ არსებული სიტუაცია მოგვცემს საშუალებას რთველი კარგად ჩატარდეს”.