ახალი ამბები

თელავში კვლევის პრეზენტაცია “სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ჩატარდა

ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მწვავე და მზარდი გარემოსდაცვითი პრობლემაა რაც საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის „ მოაწყო კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით – „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“.
კვლევა ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდმა „ახალი სიცოცხლე“ და თელავის #5 საჯარო სკოლასთან არსებული „სამოქალაქო კლუბმა“.