ახალი ამბები

თელავში აქცია ველო მსვლელობა “მწვანე ტრანსპორტი” გაიმართა

დღეს, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ჩაატარა აქცია ველო მსვლელობა.
ველო მსვლელობაში – „მწვანე ტრანსპორტი“ მონაწილეობა მიიღეს თელავის #1 და #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით იმისთვის რომ აღარ მოხდეს ჰაერის დიდი დოზით დაბინძურება საჭიროა მეტმა ადამიანმა მოიხმაროს ველოსიპედი. აქცია ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.