ბლოგები

გამოიყენე შენი უფლება და მონაწილეობა მიიღე სიღნაღის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში

ჩაერთე ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, გამოიყენე შენი უფლება და მონაწილეობა მიიღე სიღნაღის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში.

 

საქართველოს ‘’კონსტიტუციის“ თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შედგენის პროცესში.

ადგილობრივი ბიუჯეტი არის მუნიციპალიტეტის შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა. ბიუჯეტი ივსება ქონების გადასახადითა და მოსაკრებლებით, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ტრანსფერით (ფინანსური რესურსი) და სხვა შემოსავლებით.

‘’საბიუჯეტო კოდექსის“ თანახმად, ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვა დასრულდება 15 ნოემბერს. აღნიშნული თარიღის შემდეგ დაგეგმილ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა უფრო რთულად არის შესაძლებელი.

ამიტომ ,

ჩაერთე ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, გამოიყენე შენი უფლება და მონაწილეობა მიიღე სიღნაღის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში.

 

კანონმდებლობით ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს შემდეგი პრობლემების მოსაგვარებლად:

• ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარება;

• დასახლებებში ქუჩების დასუფთავება;

• გარე განათება;

• სანიაღვრე მეურნეობის და კანალიზაციის მოწყობა;

• საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება;

• ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება;

• მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;

• სკოლამდელი და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების მოვლა-პატრონობა;

• ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მოვლა-პატრონობა;

• მუნიციპალური არქივის შექმნა და მართვა;

• თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

• მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

• ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

 

იყავი პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი.

 

 

დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით:
მეილ:
chemisofeli@gmail.com
ტელ: 577 202 111; 598 793 421


ბროშურა მომზადებულია „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative “-ისა და სათემო კავშირი „ნუკრიანი“-ს მიერ პროექტის „ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერნეტ სამოქალაქო ჩართულობის გზით“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. პროექტის მხარდამჭერია „სათემო განვითარების ცენტრი“.

  • ზევითაღნიშნული ინფორმაცია ბუკლეტის სახით გავრცელდება სიღნაღის მუნიციოალიტეტის სოფლებში.
  • ბუკლეტის შექმნის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით “სამოქალქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრს” და “სამოქალაქო განვითარების ასოციაციას”.