ექსტრემალური ამინდები – რას უნდა ველოდოთ?
მიმდინარე კვირაში ევროპა ექსტრემალური სიცხის შემოტევას განიცდის. კალენდარზე კი ჯერ ივლისიც არ დამდგარა. საქართველოში კლიმატის მკვეთრი ცვლილება უკვე სახეზეა. ბოლო 6 თვეა კახეთის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები და ცხელი დღეების ნაცვლად ნალექიანი ამინდები უფრო მეტია. საპირისპირო შედეეგებია ევროპის კონტინენტზე.
knews.ge ს გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა, რომ 19-25 ივნისის კვირას ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა: +40 გრადუსი ფიქსირდება. მსოფლიო მედია იუწყება, რომ საფრანგეთში სიცხის შედეგად 100 მდე ადამიანი გარდაიცვალა.
ნიუ-იორკ თაიმსი წერს, რომ ეს პლანეტის ცვლილების ნიშანია. ზოგადად, მეცნიერებმა იციან, რომ სიცხის სეზონები უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური ხდება. ახლა კი, ამასთანავე, ჰორიზონტზე კიდევ ერთი რამ არის მოსალოდნელი, რამაც შეიძლება სიცხის ტალღები აუტანელი გახადოს.
ელ-ნინიო, წყნარი ოკეანის ქარებისა და წყლის ტემპერატურის ბუნებრივი ცვლილებაა, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს გლობალური ამინდის ნიმუშები, ყოველ ორ-შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება და ქაოსის შემქმნელია. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, გაძლიერდება მომდევნო თვეებში.
თუ ის მიაღწევს რეკორდულ პროპორციებს, როგორც უკვე ბევრი პროგნოზის მიხედვით გამოჩნდა, წლევანდელმა ელ-ნინიომ, კლიმატის ცვლილების შედეგებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალური ამინდის შეტევა, რომლის მართვაც მსოფლიოს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს.
„ცეცხლზე ნავთი“ სამყაროსთვის
მსოფლიო საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა ამ მოვლენებს. თუმცა, ელ-ნინიო ახლა უფრო ცხელ მასებს მოიცავს, რაც მთელ პლანეტაზე ვრცელდება, სადაც ჰაერში მეტი ტენიანობაა. ეს ნიშნავს მოსალოდნელია უფრო ძლიერი წვიმები, ძლიერი გვალვები და, უპირველეს ყოვლისა, უფრო მაღალი ტემპერატურა.
რადგან ტემპერატურა კვლავ იზრდება ელ-ნინიო პიკს შემდეგ თვეებში: ივლისსა და აგვისტოში მიაღწევს. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ 2027 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება – სულ მცირე, სანამ შემდეგი ელ-ნინიო არ დადგება.
„მსოფლიომ ეს უნდა განიხილოს, როგორც კლიმატის ცვლილების გადაუდებელი გაფრთხილება“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა. „ელ-ნინიოს პირობები დათბობის პროცესში მყოფ სამყაროს ცეცხლზე ნავთს დაასხამს.“
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ოკეანის ტემპერატურის სითბური რუკები სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან კომეტის წითლად პულსირებად კუდს აჩვენებს. მონიტორინგის კრიტიკულ ზონაში წყლის ტემპერატურამ 29,4 გრადუს ცელსიუსამდე მიაღწია, რაც ივნისის თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რა შედეგები ექნება ამ მოცემულობას სოფლის მეურნეობაზე და რამდენად მზად არიან შესაბამისი სტრუქტურები პროაქტიულად დაგეგმონ ფერემერების მხარდაჭერა. სადაზღვევო მექანიზმები და მთავრობის აქტიური ჩართულობა ევროპულ ქვეყნებში უკვე დღის წესრიგშია. თუმცა საქართველოში ამ საკითხზე სტრატეგიული დისკუსია ჯერ არც დაწყებულა.

