ახალი ამბები

რთველის სუბსიდირებისთვის 60 მლნ ლარი გამოიყოფა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მიმდინარე წელს სუბსიდიის სახით 60 მლნ ლარის გამოყოფა მოხდება.

„დაევალოს სააგენტოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მევენახეობა მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით ასიგნებათა ფარგლებში შპს მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე სუბსიდიის სახით 60 000 000 (სამოცი მილიონი) ლარის მიმართვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.