ახალი ამბები

რა პირობებით მოხდება რთველის სუბსიდია

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.

დადგენილებით განისაზღვრა ის პირობები, რომლითაც წელს მევენახეების დასუბსიდირება მოხდება.

კერძოდ:

„შპს მოსავლის მართვის კომპანიამ უზრუნველყოს 2026 წლის რთვლის პერიოდში ყურძნის ჩამბარებელი მევენახე ფიზიკური პირებისაგან კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის: 1,50 ლარად – კონდიციური, შაქრიანობა არანაკლებ 22% და დაუზიანებელი; 0,90 ლარად – არაკონდიციური, შაქრიანობა 17%-იდან – 22%-მდე აწ/და ნაწილობრივ დაზიანებული (დაავადებული); 0,30 ლარად – არაკონდიციური– შაქრიანობა 17-%-მდე ან/და დაზიანებული (დაავადებული), ხოლო „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშისგან მოწეული სხვა ყურძწის: 1,30 ლარად – შაქრიანობა არანაკლებ 20% და დაუზიანებელი; 0,80 ლარად არაკონდიციური − შაქრიანობა 17%-იდან 20%-მდე აწ/და ნაწილობრივ დაზიანებული (დაავადებულია); 0,30 ლარად –არაკონდიციური – შაქრიანობა 17-%-მდე აწ/და დაზიანებული (დაავადებული), მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკრედიტო რესურსების მოძიება საფინანსო ინსტიტუტებიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, განკარგულებით განსაზღვრულია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროული ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 4 ლარის ოდენობით.

„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“„რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირების (შემდგომში – ყურძნის ჩამბარებელი) მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტომ უზრუნველყოს ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისგან ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირისგან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროული ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე (მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე) სუბსიდიის გაცემა, 4,00 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია დადგენილებაში.