ახალი ამბები

„რეალურად, ყოველწლიურად 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში” – პრემიერი

„რეალურად, 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„რეალურად დაახლოებით, 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის – 14 400. თუმცა, საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთვალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში, 3600 აბარებს, ხოლო მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე. თუმცა, ამ ფაკულტეტზე აბიტურიენტების მოთხოვნა იმდენად მაღალია არ შეიძლება ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე.

იმისთვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნასა და ჩარიცხვას შორის, გადავწყვიტეთ ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, იურიდიულზე 3 600 აბიტურიენტიდან ჩამოვდივართ1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მაჩვენებლების დაბალანსება”.