ლაგოდეხში რძის არალეგალურ გადამმუშავებელ საწარმოს სამუშაო პროცესი შეუჩერდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რძის არალეგალურ გადამმუშავებელ საწარმოებს სამუშაო პროცესი შეუჩერა. მათ, ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.
ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი”,- აცხადებენ სეს-ში.

